საქართველოს საპარტიარქოსტან არსებული მოძრაობა ,,დავითიანნი“ 2008 წლის 8 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძვნდა და დღეისთვის თბილისის 100 სკოლაში ახორციელებს პროექტებს ცხოვრების ჯანსაღი წესის სესახებ. და სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებს სხვადასხვა დაწესებულებებისა თუ პიროვნებების დასახმარებლად.
117-ე საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული ამ მოძრაობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში.
ნოემბრის თვეში თელეთის ბავშვთა ბაღის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამოცხადდა. #117-ე, 99-ე, 124-ე, 77-ე, 84-ე საჯარო სკოლებს საკანცელარიო ნივთები, ილუსტრირებული წიგნები, სათამაშოები, სატამაშოები შეეძლოთ შეეგროვებინათ.
117-ე საჯარო სკოლა სიამოვნებით ჩაერთო ამ აქციაში და შეუდგა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთების შეგროვებას.
აქტიურობა დაბალი კლასის მოსწავლეებმა გამოიჩინეს. მათ სიამოვნებით მოჰქონდათ შემოწირულობა და რამდენიმე მათგანმა არც ლამაზი სიტყვები დაიშურა პატარა, უცნობი მეგობრებისთვის. რომლებიც მათ მიერ დამზადებუ ბარათებზე ეწერათ.
,,წერილი უცნობ მეგობარს
იმედია ჩემს მიერ გამოგზავნილი სათამაშო მოგეწონება და ითამაშებ. მე ეს ძალიან მიყვარდა.
II კლასელი - გიო“
განსაკუთრებით აღსანიშნია I2  კლასის მოსწავლის ელენე უბილავას მშობლის გულისხმიერება. მათ ელენეს და მისი კლასელების სახელით თელეთელ ბავშვებს 50-მდე ერთნაირი ჩანთები, თავის საკანცელარიო ნივთებით გამოუგზავნეს.
შემოწირულობის რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა.

2011 წლის 29 ნოემბერს 15:00 საათზე 117-ე საჯარო სკოლას ,,დავითიანნის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ, მათ დაგეგმილი მისია ბოლომდე შეასრულეს და ეს სიხარულით შეგროვილი ნივთები პატარებს წაუღეს.

117-ე  საჯარო სკოლის მოსწავლის ეთო მღებრიშვილის შთაბეჭდილება: (,,დავითიანნის“ წარმომადგენელი სკოლაში)
,,მინდა გითხრათ, რომ სჭარბობდა 117-ე საჯარო სკოლის მიერ შეგროვებული ნივთები. ამისთვის დავითიანნის ხელმძღვანელობამ და თელეთის საბავშვო ბაღის  გამგემ დიდი მადლობა და მადლიერება გამოხატეს ჩვენი სკოლის მიმართ.
ეს ბაღი დაკეტილი ყოფილა და თორმეტი წელია რაც არადგინა ერთ-ერთმა მოსახლემ. ბავსვებს სათამაშოები არ ჰქონდათ და ქარალდისგან გამოჭრილი აპლიკაციებით თამაშობდნენ. ჩვენმა მისვლამ და რა თქმა უნდა საჩუქრებმა, ძალიან გაახარა პატარა მეგობრები.
შეომწირულობა იმდენი იყო, რომ თბილისსი მდებარე ბავშვთა სახლ ,,ბეღურებსაც“ ვუწილადეთ.
აქ 1-დან 18-წლამდე 20 ბავშვი და 2 აღმწრდელი ცხოვრობს. აქაც ჩვენი სკოლის ნივთები ჭარბობდა და ამის გამო აღმზრდელებმა მადლიერება გამოხატეს.
ბავშვებმა ჩვენს საპატივცემულოდ იცეკვეს და იმღერეს. ისინი ბედნიერები იყვნენ და რა თქმა უნდა ჩვენც კმაყოფილები ვიყავით, რადგან მოვახერხეთ კიდევ ერთი კარგი საქმის განხორციელება.“